თინა ბოკუჩავა - ამ არჩევნებთან შეგუებით ქვეყნის გარუსებას შევეგუებით, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ მიტაცებული ძალაუფლება

ამ არჩევნებთან შეგუებით, ჩვენ ამ ქვეყნის წართმეულ მომავალს, ქვეყნის გარუსებას შევეგუებით, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ მიტაცებული ძალაუფლება, - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მსვლელობის დასასრულს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვერ გაარუსებს.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ აჩვენებთ მსოფლიოს თუ რამხელა ძალა გაქვთ, რუსული სპეცოპერაციით ხელისუფლების მიტაცების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ძალა გაქვთ თქვენ. თქვენია ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების, რომლებმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკეს, ევროპის გული თბილისში ძგერდა, რომ ევროპა თბილისიდან ლისაბონამდეა. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს დაუღალავი შრომით, პროტესტით.

კულმინაციური მომენტი ამ პროტესტის იქნება იმ დღეს, როდესაც ივანიშვილი ეცდება შეკრიბოს არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად ფორმირებული პარლამენტი. სავარაუდოდ მას არ ეყოფა გონიერება ეს არ გააკეთოს, ამიტომ ჩვენზეა, რომ არ მივცეთ უფლება შეკრიბოს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ კულმინაციური მომენტისთვის დაუღალავი შრომით, მწყობრად, შეუგუებლობითა და თავდადებით აუცილებლად უნდა მოვემზადოთ ამ დღისთვის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, რომ ეს ქვეყანა თქვენია და ვერ შეძლებს ამ ქვეყნის გარუსებას ვერასდროს ვერ მოახერხებს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს