ანა კობახიძე - შედეგების შეჯამების მომენტში ჩანს, რა იყო ცესკო-ს სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უბანზე ნაკლებ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმა მიეცა

შედეგების შეჯამების მომენტში ჩანს, რა იყო თქვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უბანზე ნაკლებ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმა მიეცა, - ასე მიმართა ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო არჩევნებს ქვეყანაში ცესკო-ს სხვა შემადგენლობა ჩაატარებს.

„ამ წუთას შედეგების შეჯამების მომენტშიც გამოჩნდა რეალური მიზეზი, რატომაც უარს ამბობდით დამატებითი უბნების გახსნაზე. რასაც ვითხოვდით ჩვენც და რაც მთავარია, ითხოვდა ამომრჩეველი ქვეყნის გარეთ. 67 უბნების შედეგები, რა თქმა უნდა, თქვენთვის სახარბიელო არ არის. ამიტომ არ გსურდათ არა 95 ათას, არამედ 100 ათასზე მეტ ადამიანს მისცემოდა საშუალება, რომ ხმა მიეცა სხვადასხვა წერტილში და მათთვის კომფორტულად მისასვლელ ადგილას გახსნილიყო უბანი. დღევანდელმა შედეგების შეჯამებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმედია, შემდეგ არჩევნებზე ეს შემადგენლობა არ იქნება. იმედია, სხვა შემადგენლობა იქნება ცესკო-ში. შედეგების შეჯამების მომენტში ჩანს, რა იყო თქვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უბანზე ნაკლებ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმა მიეცა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში