გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა ცესკო-ს სხდომიდან გააძევა

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გააძევა, სადაც საჩივრებს განიხილავენ.

ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.

„ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! “,- აღნიშნა ფარულავამ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, კალანდარიშვილმა ფარულავას მიმართა: „იძულებული ვიქნები გაგაძევოთ. რაც უფრო ხმამაღლა გვეტყვით შეგვაშინებთ, თუ რას აპირებთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის შემდეგაც სხდომაზე ლაშა ფარულავას გაძევების საკითხი დააყენა, მხარდაჭერის შემდეგ კი ლაშა ფარულავას მიკროფონი გაუთიშეს და სხდომიდან გააძევეს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა