ლაშა ფარულავა - ცესკო-ს შენობა ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია

ამ შენობაში [ცესკოში] არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა [ცესკო] ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი - ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ და დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი არიან “გამყალბებლები, ბოროტმოქმედები”.

“ამ შენობაში [ცესკოში] არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა [ცესკო] ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი - ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ და დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ისეთი გამყალბებლები, როგორიც არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი არიან მთავარი გამყალბებლები, ბოროტმოქმედები და დადგება დღე საქართველოში, როცა ყველა გამყალბებელი, ბოროტმოქმედები პასუხს კანონის წინაშე აგებს. ჩვენი საჩივარი ეხებოდა კონკრეტულ დარღვევებს, რომელიც ეხება კონსტიტუციური უფლების - ფარულობის დარღვევას, ამომრჩეველთა ნების კონტროლს, წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვას, დაშინებას, პირადობის მოწმომების ჩამორთმევას. მათ შორის, ელექტორონული ტექნოლოგიის ხარვეზებს, ვერიფიკაციის აპარატს, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ. კარუსელებისთვის გამოყენებულ იქნა ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გააძევა, სადაც საჩივრებს განიხილავენ.

ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს ლილი ბეგიაშვილი წარადგენს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს