თავისუფლების მოედანზე, სადაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

სოციალურ ქსელში, ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამო, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მოთხოვნით პლაკატები აქვთ გაშლილი. გარდა ამისა, მათ ადგილზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშაც აქვთ მიტანილი. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. თუ როგორია საპროტესტო აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმა, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქციის მონაწილეებს ეტაპობრივად გააცნობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ