თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეების ნაწილს სიმბოლურად თეთრი სამკლავურები უკეთია, რომელზეც შავი ლაქაა გამოსახული. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა და ამომრჩეველთა ხმები გაყალბდა.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო", "საქართველოს გაუმარჯოს!".

ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს