გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.

„შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე.

როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა