აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან „თბილისის პარალიზებას“ იწყებენ - მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს

დღეს "დაიტოვე" დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ მტკვრის ორივე მხარეს გადაკეტავს.

ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს.

"დღეს ჩვენ იმდენი ვართ, ვფიქრობდით გუნდში, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს მაინც გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ. ერთი კოლონა დაიძვრება "პიკაპთან" ერთად, მეორე კოლონა გაჰყვება ჩვენს მოტოციკლეტებს, წინ რომ მიგვიძღვიან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა