გიორგი სიორიძე - ცესკო-ში მთელი 8 საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, როცა მათთვის წინასწარ იყო ყველაფერი ცნობილი - შეეცადნენ, დეკორაციული პროცესი შეექმნათ

ცესკო-ში მთელი რვა საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, მაშინ, როცა წინასწარვე იყო მათთვის ყველაფერი ცნობილი, - აღნიშნულის შესახებ ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ცესკო-ში სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, ხოლო ცესკო დღეს "დეკორაციული პროცესის" შექმნას ცდილობდა.

“აქ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს ცესკო-სთვის დიდი პასუხისმგებლობის აღიარება იქნებოდა. არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა. შესაბამისად, მთელი რვა საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, მაშინ როცა წინასწარვე იყო მათთვის ყველაფერი ცნობილი. კერძოდ, ყველა იმ პირმა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირეს საჩივრების არ დაკმაყოფილებას, ძალიან ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და აპირებდნენ. ისინი შეეცადნენ, რომ ამით დეკორაციული პროცესი შეექმნათ. ბუნებრივია, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი შესაძლო სიმართლე, რომ ფარულობის პრინციპი არის მასობრივად დარღვეული 2263 უბანზე, სადაც არის 90% საქართველოს ამომრჩევლებისა.

ფარულობის პრინციპის დარღვევა არის აშკარად სახეზე. იქიდან გამომდინარე, რომ ერთგვაროვანი იყო ეს პრობლემა, რამდენიმე შემთხვევაც არის საკმარისი იმისთვის, რომ ამის მასობრიობაზე და მსუსხავ ეფექტზე ვისაუბროთ”, - განაცხადა სიორიძემ.

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, „ახალი გარემოება არ გამოკვეთილა“, რაც „დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების პოზიციას", ამასთან, მისი თქმით, საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე