მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მყოფ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდენტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები.

"გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ ცენტრალური მაგისტრალი დაკეტილი იყოს. აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და საქართველოს კანონმდებლობით დაჯარიმდებიან", - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის "შეშინებული ხელისუფლების ქმედება" და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, ადგილზე სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება.

აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში