ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხის წლის ბოლომდე დაყენებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ გამორიცხავს, მთავრობის ნდობის საკითხი ბუნდესტაგში შობამდეც კი დააყენოს, თუმცა თავდაპირველად ამ პროცედურის განხორციელებას 2025 წლის იანვრის შუა რიცხვებში გეგმავდა, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ჩემთვის ნდობის საკითხის დაყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამას ყველა ასე ხედავს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ პარლამენტი, მთავრობისა და ოპოზიციის წევრები და განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ, მე აქედან გამომდინარე ვიმოქმედებ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, ეს არ „ებღაუჭება თანამდებობას, მაგრამ შესაძლო ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებისას ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. შექმნილი სიტუაციის ფონზე შოლცმა განაცხადა, რომ 15 იანვარს ბუნდესტაგში გერმანიის ამჟამინდელი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის ინიცირებას გეგმავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე