გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 კმ. მკვებავი გაზსადენი შენდება

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც დაგეგმილ სამუშაოებს ასრულებენ.

„როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამთავრობო გეგმის ფარგლებში, სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, აშენდება 120 კმ. სიგრძის მაღალი წნევის მკვებავი გაზსადენი და 7000 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ასაშენებელი ინფრასტუქტურის საპროექტო სამუშაოებში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სამუშაოების დასრულება.

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაზიფიცირდა 881 დასახლებული პუნქტი და 206 247-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ამჟამად გაზიფიცირების სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის დაახლოებით 93% იქნება გაზიფიცირებული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე