ენერგეტიკის სექტორში ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება - აღნიშნულ პროექტზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ელექტრონული სისტემა გულისხმობს და მოიცავს ისეთ ფუნქციონალებს, როგორიცაა ინტერაქციული რუკა, ინფორმაციული ჰაბი, ინფორმაციაზე წვდომის ადმინისტრირება, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, პროექტების მართვა და მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავება და დაარქივება, ინფორმაციული უსაფრთხოება, საკომუნიკაციო სივრცე და ა.შ.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა ხმალაძის განცხადებით, ელექტრონული მმართველობა ენერგეტიკის დარგში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონცეფციაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობის გაციფრულებასა და გამარტივებას.

„ეს უზრუნველყოფს საჯარო სტრუქტურების სერვისების წვდომას საერთო პლატფორმაზე, ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნის მეშვეობით. ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, ისარგებლოს სხვადასხვა საჯარო უწყებების სერვისებით“ - აღნიშნა ჯაბა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის პლატფორმის მეშვეობით გაიზრდება უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის სტანდარტები, ურთიერთთავსებადობა და ეფექტურობა, რაც ნიშნავს ნაკლები დროის დანახარჯს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ხმალაძის შეფასებით, პლატფორმა საშუალებას მისცემს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორს მარტივად, ერთ სივრცეში პირადი გვერდის მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ელექტრონულად შეძლოს პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება და ადმინისტრირება.

„მრავალფუნქციური სისტემა უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასა და დარგში ეფექტურობის ზრდას - განაცხადა ჯაბა ხმალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია