ირაკლი ზარქუა - მივმართავ როთს და დანარჩენ „როთებს“: თქვე გზააბნეულებო, თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! - მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან!

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება - მშვიდობიანად მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან! ჩვენს ხალხს თქვენი ღირებულებებისა და მორალის განცხადებები არ სჭირდება! - ეს განცხადება სახელისუფლო პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

ზარქუას თქმით, „საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა“.

„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქაც არ მოსწონთ, აქ ჩამოდიან და ამ უსამშობლოებს: - გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს და ასეთ უთავმოყვარეობებს აძლიერებენ.

მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო: - თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! ჩადით სამეგრელოში - ნახეთ, იქაური სტუმართ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება.

იქნებ კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. მერე იქნებ გაიაზროთ, რომ გვარამიასთან ერთად არ უნდა დადგეთ, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა.

მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე „გიჟიმანტასია“ და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს: - ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო! ასეთებს არ მიგიღებთ!

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება - ამიტომ ბიძიებო! დღეს, 7 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების მიერ დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ! გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არა აქვს - ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას.

სად არის კუბილიუსი? დაგეშალა პარტია?! ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო - კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია...

დარჩა ფოტიგა მიღმა?! მორალს რომ გვიკითხავდით! რასა სად არის?!

აი, ასეთები ხართ - ხალხი საკუთარ ქვეყანაში არ გცემთ პატივს და ჩვენ, ქართველებს გვიკითხავთ მორალს დემოკრატიაზე, კულტურაზე, განვითარებაზე. უძველესი ცივილიზაციის ხალხს გვასწავლიდით ჭკუას! ჭკუა თქვენმა მოსახლეობამ გასწავლათ და დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე.

იარეთ ახლა რუსთაველის გამზირზე - ჩვენ სტუმარ-მასპინძლობა არ შეგვშლია და არც არასდროს შეგვეშლება!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე