ირაკლი კობახიძე - არის ზეპირი საუბრები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სწორედ ამიტომ ვერ მიდიან პროკურატურაში გამოკითხვაზე - არ არსებობს არავითარი არგუმენტი

ცესკომ მიმართა პროკურატურას, რომელსაც მყისიერი რეაგირება ჰქონდა და დაიწყო გამოძიება. შემდეგ იყო მოწოდება იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას შესაბამისი ჩვენება მიეცა პროკურატურისთვის, თუმცა ამისგან სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, არის ზეპირი საუბრები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სწორედ ამიტომ ვერ მიდიან პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო გამოძიებაზე აპელირება, თითიდან გამოწოვილი საკითხია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფრისთვის გახსნილია, რომლის გამოვლინება კობახიძის თქმით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიებაა.

„რაც შეეხება გამოძიების თემას, ესეც თავსმოხვეული თემაა, გამოძიებაზე საუბრით ცდილობენ, რომ მოვლენები ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაიმე მოხდა, თითქოს რაიმე განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს. სინამდვილეში ეს გამოძიება თითიდან გამოწოვილი თემაა, რომელსაც გავყვებით.

თუ სადმეა გამოსაძიებელი არჩევნები, ეს მოლდოვაა. როგორც ხედავთ არანაირი გამოძიება არ წარიმართება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უხეში დარღვევები საარჩევნო პროცესში. ასევე აშშ-ში. ხედავდით რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო პროცესი, პრაქტიკულად შტატების ძალიან დიდ ნაწილში ხმის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი. ძალიან ბევრ შტატში ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე ხდებოდა და მაინც და მაინც ისე აღმოჩნდა, რომ შესაბამის შტატებში ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატი იღებდა მეტ ხმას, ვიდრე მეორე კანდიდატი.

გამოძიება ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ, რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი და ღია ვართ ყველაფრისთვის, ამის გამოვლინებაა პროკურატურის გამოძიებაც. პროკურატურა მარტივ რაიმეს აცხადებს, რომ მოდი, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ გვჭირდება ამისთვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ. მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო