„ჰეზბოლას“ პრესსპიკერი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, - ამის შესახებ „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აფიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ლიბანში ოფიციალური არაფერი მიგვიღია. მჯერა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დაკვირვების, საწყისი იდეების წარდგენისა და წინმსწრები დისკუსიების ეტაპზე ვართ, მაგრამ ფაქტობრივი ჯერ არაფერია“, - განაცხადა „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა.

მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.

„პროგრესი მიღწეულია. მთავარი გამოწვევა მიღწეული შეთანხმებების შესრულება იქნება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ