თენგო თევზაძე - 12 ნოემბერს დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე, ჩემგან აინტერესებთ, როგორ გაყალბდა არჩევნები

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!”, - წერს თენგო თევზაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა