საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, 18 აგვისტოს საღამოს ციხეში მყოფი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წერილი გავრცელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი წინაზე ვრცელი და ბევრად კონკრეტული იყო.
ექს-პრემიერი კი შეეცადა საზოგადოებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი არც პირველ და არც მეორე წერილში არც გულწრფელი არ იყო და ბოლომდე სიმართლე არც უთქვამს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წერილს?
- ღარიბაშვილს უკვე აღიარებული ჰქონდა დანაშაული, დიდი ბოდიში, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი ციხეში თავისი ფეხით არ მიდის. როცა მან, ყოველგვარი მართლმსაჯულების პროცედურების გარეშე გადაწყვიტა ციხეში შესულიყო, გვაჩვენა რომ ის ირიბად აღიარებდა დანაშაულს.
ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა. ფულის გათეთრება არანაკლები სიმძიმის დანაშაულია ვიდრე კორუფცია. მითუმეტეს რომ კორუფციის გარეშე პრემიერს თავისი ხელფასით დაგროვილი ფული ვერანაირად ვერ ექნებოდა სახლის სეიფში.
ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა. ფულის გათეთრება არანაკლები სიმძიმის დანაშაულია ვიდრე კორუფცია. მითუმეტეს რომ კორუფციის გარეშე პრემიერს თავისი ხელფასით დაგროვილი ფული ვერანაირად ვერ ექნებოდა სახლის სეიფში
აქედან გამომდინარე ღარიბაშვილის უცნაური გამოხტომა, როცა რაღაცა დაანონსა, ინტრიგა გააჩინა, იყო მისი სასოწარკვეთილი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინა, იმას გული მოლბებოდა თუ მისთვის მაშველი რგოლი გადმოეგდო.
ფაქტია, რომ ღარიბაშვილი განცხადება შანტაჟნარევი განცხადება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის დუმილი მოჰყვა. მომხდარი ივანიშვილმა მისი მხრიდან გარკვეულ ბლეფადაც კი შეაფასა. მას არც ბლეფი არ გამოუვიდა და აბსოლუტურად უცნაური, უკბილო განცხადება გააკეთა.
ფაქტია, რომ ღარიბაშვილი განცხადება შანტაჟნარევი განცხადება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის დუმილი მოჰყვა. მომხდარი ივანიშვილმა მისი მხრიდან გარკვეულ ბლეფადაც კი შეაფასა. მას არც ბლეფი არ გამოუვიდა და აბსოლუტურად უცნაური, უკბილო განცხადება გააკეთა
მე მეტის მოლოდინის არც მქონდა. მე ვამბობდი, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდევაც, ვერ ვხდები რას ელით-მეთქი.
- სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველ გუნდში მიმდინარე ის პროცესები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს?
- მმართველობითი სისტემები იგება ორ პრინციპზე - არის მსოფმხედველობითი პრინციპი, როდესაც ადამიანები ერთიანი იდეის გარშემო ერთიანდებიან და იმ იდეას ახორციელებენ. ეს მათ შორის გულისხმობს პოლიტიკურ პარტნიორობას.
არის მმართველობითი სისტემა წმინდა მაფიოზური, როდესაც ყველაფერი პირად ერთგულებაზეა აგებული. ივანიშვილმა მმართველობის მაფიოზური სისტემა შექმნა, როცა პირადი ერთგულებაა განმსაზღვრელი სისტემაში სტრუქტურული გადანაწილების განსახორციელებლად.
არის მმართველობითი სისტემა წმინდა მაფიოზური, როდესაც ყველაფერი პირად ერთგულებაზეა აგებული. ივანიშვილმა მართველობის მაფიოზური სისტემა შექმნა, როცა პირადი ერთგულებაა განმსაზღვრელი სისტემაში სტრუქტურული გადანაწილების განსახორციელებლად
მაფიოზური მართვის პრინციპებიდან გამომდინარეა მე კითხვას ასე დავსვამდი - არის თუ არა ღარიბაშვილი დამნაშავე? - რა თქმა უნდა, არის. რატომ? იმიტომ რომ ბოსი თვლის რომ ის არის მოღალატე. ბოსი მაშინაც კი მართალია, როდესაც მართალი არაა. დიაგნოზი დასმულია - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს.
მაფიოზური მართვის პრინციპებიდან გამომდინარეა მე კითხვას ასე დავსვამდი - არის თუ არა ღარიბაშვილი დამნაშავე? - რა თქმა უნდა, არის. რატომ? იმიტომ რომ ბოსი თვლის რომ ის არის მოღალატე. ბოსი მაშინაც კი მართალია, როდესაც მართალი არაა
რატომღაც, ჩვენი საზოგადოება მუდმივ ილუზიებშია, ღარიბაშვილისგან იქნება ეს თუ მაფიოზური სისტემის სხვა მონაწილისაგან რაღაც პოზიტიური სარგებელი ნახოს ქვეყანამ. ეს გამორიცხულია. ვერაფერს ვერ ნახავენ, რადგან, ადამიანები, რომლებიც მაფიოზურ სტრუქტურაში მონაწილეობაზე ხელს აწერენ, ისინი, მაფიოზური წესების ერთგულები რჩებიან ბოლომდე.
დანარჩენი ბოსზეა დამოკიდებული - ისიც, ვინ ჩამოახრჩოს და ვინ შეიწყალოს. ბოსმა გადაწყვიტა მისი ჩამოხრჩობა, ე.ი. უნდა ჩამოახრჩონ და ეს დამთავრებული ამბავია.
- ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით თუ ღარიბაშვილი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ციხიდან მხილებით დაემუქრებოდა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი წერილში საუბრობს იმაზე რომ მან პირობა დადო პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა...
- მე არ მჯერა რომ ღარიბაშვილის მხრიდან ხელისუფლების რაიმე საკითხში მხილება იქნება?
რაც შეეხება ღარიბაშვილის პირობას რომ პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. ვის დაკარგვია პოლიტიკაში ღარიბაშვილი? ჩვენ მუდმივად გვიქმნიან მითებს. ღარიბაშვილის პოლიტიკური ინტელექტი მე კარგად ვიცი. ძალიან დაბალი პოლიტიკური ინტელექტი აქვს.
ვის დაკარგვია პოლიტიკაში ღარიბაშვილი? ჩვენ მუდმივად გვიქმნიან მითებს. ღარიბაშვილის პოლიტიკური ინტელექტი მე კარგად ვიცი. ძალიან დაბალი პოლიტიკური ინტელექტი აქვს
შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ მას ჰყავს რაღაც გუნდი, რომელიც მას გაამაგრებს. მას გუნდიც არ ჰყავს, იმიტომ რომ, თუ დააკვირდებით მის ძირითად აპოლოგეტებს, მას ყველამ ხელი შეახოცა.
ის ადამიანები, ვინც მის ირგვლივ იყვნენ შეკრებილი, მარტივი და ჩვეულებრივი მედროვეები იყვნენ, სანამ მისი ხელიდან იკვებებოდნენ, ერთგულებას ეფიცებოდნენ, როგორც კი საკვები შეუწყდათ, მათ მას უკან ეგრევე მიაყოლეს წიხლი.
- რა უნდოდა მისგან ხელისუფლება, ესეც გაუგებარი დარჩა?
- ხელისუფლებას ღარიბაშვილისაგან ფული უნდა და მეტი არაფერი. რაც წაიღე, უკან მოიტანეო. აბა სხვა რა უნდა ნდომებოდათ? ჩვეულებრივი შიდა გარჩევაა. ბოსს ფული მოპარეს და აბა როგორ იქნებოდა? რაც წაიღე, მოიტანა ძმაო! აი ასეთი კრიმინალური გარჩევას უყურებს მთელი ქართული საზოგადოება. კრიმინალური გარჩევაა და მეტი არც არაფერი. სად ხედავთ თქვენ აქ პოლიტიკას?
ღარიბაშვილი კი ცდილობს რაც მის თავს ხდება, პოლიტიკას მიაბას, მაგრამ, აქ არანაირი პოლიტიკა არ არის.
ხელისუფლებას ღარიბაშვილისაგან ფული უნდა და მეტი არაფერი. რაც წაიღე, უკან მოიტანეო. აბა სხვა რა უნდა ნდომებოდათ? ჩვეულებრივი შიდა გარჩევაა. ბოსს ფული მოპარეს და აბა როგორ იქნებოდა? რაც წაიღე, მოიტანა ძმაო! აი ასეთი კრიმინალური გარჩევას უყურებს მთელი ქართული საზოგადოება
- ღარიბაშვილს მამუკა მდინარაძემ უპასუხა. კაცმა რომ თქვას, ღარიბაშვილის მიერ მდინარაძისგან წერილის მიღების დრო ემთხვევა მდინარაძის სამართალდამცავების კოორდინატორობისგან მის სხვა პოზიციაზე გადაყვანას...
- მე რა ვერ გავიგე იცით, ამ წერილში სკანდალური რაა? გარდა იმისა, რომ მას შესთავაზეს კორუფციაში მონაწილეობის აღიარება.
რაც შეეხება მდინარაძისთვის პოზიციის შეცვლას. ეს ჩვეულებრივი სასახლის კარის თამაშებია. ღარიბაშვილი ციხეში კი ჩაჯდა, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი, მან ის, რაც წაიღო, უნდა დააბრუნოს.
რაც შეეხება მდინარაძისთვის პოზიციის შეცვლას. ეს ჩვეულებრივი სასახლის კარის თამაშებია. ღარიბაშვილი ციხეში კი ჩაჯდა, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი, მან ის, რაც წაიღო, უნდა დააბრუნოს
ამას შემდეგ მოჰყვა მიზეზების დასახელება, ინაშვილის ამ პროცესში ჩართვა. ეგეც გაუგებარია. კობახიძის გუნდის მდინარაძის ჩათვლით ამოცანაა ივანიშვილის სრული სტერილიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ღარიბაშვილი ციხეში ისედაც იჯდა და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ის უნდა „მოეწველათ“, ახლა გადაწყვიტეს, შესაბამისად, ივანიშვილიც იქნა დამუშავებული.
როგორც ჩანს, ივანიშვილს უთხრეს რომ ღარიბაშვილი პოლიტიკურ თამაშებს ეწევა. ირმა ინაშვილი რომ კობახიძეს აკრიტიკებს, ეს ღარიბაშვილის შეკვეთაა. ანუ, ივანიშვილი გააბრაზეს და ამით უზრუნველყვეს ის რომ დიდი შეტევა წამოეწყოთ ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ამოცანა ისაა, რომ ღარიბაშვილი იქნას განადგურებული ფინანსურად და პოლიტიკურად საბოლოოდ.
- ფაქტია, რომ ასეთ ფაქტებზე საზოგადოება საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს. როცა ასეთი ამბები ხმაურდება, ეს მმართველ გუნდზე კარგად არ აისახება.
ძნელი დასაჯერებელია რომ ამას ხელისუფლება არ აცნობიერებდეს?
- როგორ არ აცნობიერებს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ის მთელი მმართველი გუნდი ბოსზეა ორიენტირებული, ანუ იმართება, როგორ მაფია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბოსი იტყვის.
თუ ბოსი ხვალ იტყვის რომ კობახიძეა ჩამოსახრჩობი, მთელი მმართველი გუნდი ჩამოახრჩობს კობახიძეს, თან ისე რომ წარბიც არავის შეუტოკდება. მაფიოზური მართვა ასეთ პრინციპებზეა აგებული და მას პირადი ერთგულების პრინციპი ჰქვია.
თუ ბოსი ხვალ იტყვის რომ კობახიძეა ჩამოსახრჩობი, მთელი მმართველი გუნდი ჩამოახრჩობს კობახიძეს, თან ისე რომ წარბიც არავის შეუტოკდება. მაფიოზური მართვა ასეთ პრინციპებზეა აგებული და მას პირადი ერთგულების პრინციპი ჰქვია
შესაბამისად, მაფიას საკუთარი მოსაზრებები არ აქვს. თქვენ იცნობთ რომელიმე მაფიის წევრს, რომელიც მაფიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს? ალბათ არა. იმიტომ რომ მაფიის წევრებმა იციან - ბოსი ყოველთვის მართალია. ისინი ელოდებიან მხოლოდ დირექტივებს ბოსისგან.
- პრემიერი ირაკლი კობახიძე ისევ აქტიურად საუბრობს „გეოგიევსკის ტრაქტატზე“. არადა, ამ თემაზე იმდენი რამ ვიცით, აღარც კი მეგონა თუ ეს თემა აქტუალური გახდებოდა...
- ეს არის მთავარი პრობლემა. ღარიბაშვილის ქეისი პოლიტიკურად არანაირად არ არის საინტერესო და მისი თემა არც ამდენი განხილვას არ იმსახურებს. ტრაქტატის თემა კი, სერიოზული თემაა, რადგან უკავშირდება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თემას.
ვიღაც იტყვის რომ კობახიძე ამ საკითხებზე შემთხვევით ლაპარაკობს. შემთხვევით როგორ გამოდის, როცა ერთ კვირაში უკვე მეორედ ილაპარაკა. რუსეთის წარმომადგენლები აქაც და რუსეთში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ.
ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის რუსული დაკვეთა. რუსეთთან ტრაქტატი უნდათ შემოგვასაღონ, როგორც პოზიტიური მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ამით შეგვაგუონ იმ აზრს რომ რაღაც ეტაპზე მისი განახლება მოხდეს.
რუსეთთან ტრაქტატი უნდათ შემოგვასაღონ, როგორც პოზიტიური მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ამით შეგვაგუონ იმ აზრს რომ რაღაც ეტაპზე მისი განახლება მოხდეს
ამიტომაა ამდენი საუბარი იმაზე რომ „დასავლეთმა მიგვატოვა“. შესაბამისად, რუსეთის ალტერნატივად რა რჩება? ან მუსულმანური სამყარო, ან ერთმორწმუნე რუსეთი. შეეცდებიან მოახდინონ იმ ვითარების მოდელირება, რაც 1783 წელს იყო. მაშინ საქართველო იხლიჩებოდა სამი იმპერიის - ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის.
ერეკლე მეფე დადგა ასეთი დილემის წინაშე, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ლოგიკურად მივიდა იმ დასკვნამდე რომ რუსეთის იმპერიასთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება. რით დამთავრდა ეს ყველაფერი ვიცით. ვგულისხმობ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას.
„გეიორგიევსკის ტრაქტატს“ კობახიძე წარმოგვიდგენს, როგორც პოზიტიურ მოვლენას. ეს არის კატასტროფა. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ალტერნატივა. ანუ, ის, რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია. დასავლეთი ჩვენზე უარს არ ამბობს, ჩვენ თავად ვამბობთ მათზე უარს.
„გეორგიევსკის ტრაქტატს“ კობახიძე წარმოგვიდგენს, როგორც პოზიტიურ მოვლენას. ეს არის კატასტროფა. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ალტერნატივა. ანუ, ის, რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია. დასავლეთი ჩვენზე უარს არ ამბობს, ჩვენ თავად ვამბობთ მათზე უარს
- ვხედვათ, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში რუსეთი საკმაოდ რთულ ვითარებაშია. ვხედავთ რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი ჩვენთან მიმართებაში საკმაოზე მეტადაც კი ჩქარობს.
ისინი რომ ჩქარობენ გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, ჩვენ რატომ ვჩქარობთ?
- ჩვენ ხომ არ ვიცით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რა ხდება. შესაძლოა, საქართველოს მართვის სისტემას იმდენად შორსაა აქვს შეტოპილი რუსეთთან ურთიერთობების ფარგლებში რეინტეგრაციის პროცესში, რომ რუსეთის მძევალიც კია და აქედან ვეღარც გამოდიან.
შესაძლოა, საქართველოს მართვის სისტემას იმდენად შორსაა აქვს შეტოპილი რუსეთთან ურთიერთობების ფარგლებში რეინტეგრაციის პროცესში, რომ რუსეთის მძევალიც კია და აქედან ვეღარც გამოდიან
ვიღაცა ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაც იძულებით აკეთებს, ვიღაც ამას სიბრიყვით აკეთებს. ეს მხოლოდ დეტალებია. როგორც ჩანს, რუსეთს საქართველოში უკვე აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის რომ ჩვენი ხელისუფლება ატაროს იმ გზით, რაც მისთვის სასარგებლოა.
დღეს რუსეთს, თავისი შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, სჭირდება პოზიტიური მაგალითების ჩვენება. აი ჩვენგან უკრაინის მსგავსად კი არ გარბიან, ჩვენთან მოდიან კიდევაც.
ამას მოსკოვი აკეთებს იმ მოცემულობაში, როცა უკრაინასთან აქვს პრობლემები. ეგერ ხელიდან დაუსლდათ სომხეთი, აზერბაიჯანი დიდი ხანია კრემლს ცალყბად ელაპარაკება. ანუ იმპერია ემსხვრევად. ერთადერთი საქართველოა, სადაც მათ შეუძლიათ პოზიტიური მაგალითის ჩვენება რუსული საზოგადოებისთვის.
როგორც ჩანს, რუსეთს საქართველოში უკვე აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის რომ ჩვენი ხელისუფლება ატაროს იმ გზით, რაც მისთვის სასარგებლოა
როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობების პროცესების ფორსირება.
- მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენთვის პრობლემურ რეგიონებთან დაკავშირებით არაფერი არ ჩანს. კრემლმა დაანონსა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაცია. აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციული პროცესებიც საკმაოდ მაღალია...
- ვინმეს აქვს ილუზია რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრთ ოსეთს დაგვიბრუნებს? ეს ყველაფერი არის პროპაგანდა იმ მზაკრული გეგმის შესაფუთად, რომელსაც ჰქვია რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია.
ვინმეს აქვს ილუზია რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრთ ოსეთს დაგვიბრუნებს? ეს ყველაფერი არის პროპაგანდა იმ მზაკრული გეგმის შესაფუთად, რომელსაც ჰქვია რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია
ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ილუზია რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს. ჩვენი ხელისუფლება ახლა ამ ილუზიის შექმნის პროცესშია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი