თბილისში გრეტა თუნბერგის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

შვედ აქტივისტს თან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ახლავს, რომლებიც ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან წარმოდგენილები, წარწერებით; "მეცხოველეობის ინდუსტრია ანადგურებს ჩვენს პლანეტას".

ასევე, აქტივისტები აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას აპროტესტებს.

აქტივისტების თქმით, აზერბაიჯანში მათი ჩასვლა საფრთხის შემცველია, რადგან, მათივე განცხადებით, აზერბაიჯანში დიქტატურული რეჟიმია.

"ბაქოში კლიმატის კონფერენცია დაიწყო და გვინდა ყურადღება მივაპყროთ სამხრეთ კავკასიაში მზარდ ავტორიტარიზმს. აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები არიან და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იგივე რეპრესიებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა აქტივისტმა თამარ ჯაყელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს