გიორგი მარგველაშვილი - არასდროს ასე მტკიცედ ჩვენს გვერდით არ მდგარა დასავლეთი - არასდროს არ ყოფილა ასე ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი, რომ არ მიიღონ ტყუილი, არ მიიღონ ის გაყალბება

არასდროს ასე მტკიცედ ჩვენს გვერდით არ მდგარა დასავლეთი - არასდროს არ ყოფილა ასე ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი, რომ არ მიიღონ ტყუილი, არ მიიღონ ის გაყალბება, რომლითაც მათ ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების მომავალი პუტინს უნდა მიუტანონ ზვარაკად, - ასე მიმართა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მან დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილის თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საბჭოთა საქართველოს დემონტაჟი, რუსეთის გუბერნიად საქართველოს გადაკეთების დემონტაჟი არ არის ორ-დღიანი და სამ-დღიანი ბრძოლა, ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც დასჭირდება მთელი ჩვენი ენერგია, მოთმინება და სიმტკიცე.

"ჩვენ ძალიან რთული ბრძოლის დასაწყისში ვართ და მთავარია, გავიაზროთ სწორად ის, როგორ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლების დასაბრუნებლად. უნდა გვესმოდეს, რომ საბჭოთა საქართველოს დემონტაჟი, რუსეთის გუბერნიად საქართველოს გადაკეთების დემონტაჟი არ არის ორ-დღიანი და სამ-დღიანი ბრძოლა. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც დასჭირდება მთელი ჩვენი ენერგია, მოთმინება, სიმტკიცე, მაგრამ ამ ბრძოლის დასაწყისი, გახსნა არის უაღრესად კარგი, უაღრესად კარგის მომასწავებელი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ იმ პროპაგანდას, რომელიც აპირებდა, საქართველო დაეყენებინა მუხლებზე, აპირებდა, რომ ანწუხელიძის და შინდისის გმირებისთვის ბოდიშები გვეხედა, აპირებდა, რომ ჩვენი თავისუფლება წაერთმია, ქართულმა საზოგადოებამ ამ პროპაგანდას ზურგი შეაქცია და გამარჯვების მანდატი მისცა ოპოზიციას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს ახსოვს, რომელი რიცხვი გააფერადა. მათ ახსოვთ, რომ ეს არ იყო "ქართული ოცნება" და სიმართლის ეს შეგრძნება ამტკიცებს და ამთლიანებს ქართულ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეძლო ქმედითი წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბება. არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის იოლი.

არასდროს ასე მტკიცედ ჩვენს გვერდით არ მდგარა დასავლეთი. არასდროს არ ყოფილა ასე ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი, რომ არ მიიღონ ტყუილი, არ მიიღონ ის გაყალბება, რომლითაც მათ ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების მომავალი პუტინს უნდა მიუტანონ ზვარაკად. ასეთი მტკიცე დასავლეთი არასდროს ჩვენს გვერდით არ ყოფილა და ამის დასტური სწორედ ისაა, რომ ჩვენი მეგობრები ფეხით მოემართებიან იმისთვის, რომ შეუერთდნენ ჩვენს, თქვენ და მთლელი თავისუფალი სამყაროს სულისკვეთებას, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანები ეროვნებით არ განსხვავდებიან. თავისუფალ ადამიანებს გააჩნიათ ღირსება და ეს ღირსება აერთიანებს ჩვენს მეგობრებს და გვაერთიანებს ყველას ჩვენ. კიდევ ერთხელ, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა მარგველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები