პაატა ბურჭულაძე აქციის მონაწილეებს - ჩვენ ვართ ყველანი ოპოზიციონერები, ვიყოთ ერთად, ვერავინ მოგვერევა

საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ახლა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. დღეს არ მივეკუთვნებით არც ერთ პარტიას, ჩვენ ვართ ყველანი ოპოზიციონერები. ისინი არიან მარტო და ჩვენ ვართ ერთად , - ასე მიმართა ოპერის ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს, სადაც სიტყვით ევროპელი პარტნიორებიც გამოვიდნენ.

ბურჭულაძემ ევროკავშირის პარლამენტარებს “ქართული ოცნების” განცხადებების გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

“ძვირფასო მეგობრებო, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, მე ვარ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აქ დგას და ჩვენ ბოდიშს გიხდით იმის გამო, რა შეურაცხყოფაც მოგაყენათ ჩვენმა მთავრობამ. ფაქტობრივად, ყველაფერი მოგვპარეს და საქართველო იქ არ არის, საქართველო აქ დგას.

მე მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და ერთი რამ ვთქვა - არ უნდა ველოდოთ არავინ, რომ ჩვენ პერსონალურად ვინმე დაგვპატიჟებს აქ მოსასვლელად. როგორც კი გავიგებთ, რომ აქ შეხვედრა ჩაინიშნება, ყველა უნდა გამოვიდეთ აქ. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ახლა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. დღეს არ მივეკუთვნებით არც ერთ პარტიას, ჩვენ ვართ ყველანი ოპოზიციონერები, ამიტომ, ვიყოთ ერთად, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. პატივი ვცეთ ერთმანეთს, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და როგორც კი გაჩნდება გამარჯვების მომენტი, მერე დავიწყოთ ერთმანეთის ჩახუტება. წინასწარ არ ვიზეიმოთ გამარჯვება, წინასწარ ვიზეიმოთ ერთი რამ - ისინი არიან მარტო და ჩვენ ვართ ერთად”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი