თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციური ერთობა, არამედ საზოგადოებრივი ერთობა საერთო გამარჯვების დასაბრუნებლად

ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ჩვენი ერთიანობით რუსთაველის გამზირზე, ევროპელი მეგობრების წინაშე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპაში და რომ ევროპის გული დღეს სწორედ თბილისში ძგერდა , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია, მაგრამ, საჭიროა საზოგადოებრივი ერთობა.

“ევროპელი პარტნიორების საქართველოში ჩამოსვლა არის უდიდესი მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქტი ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ჩვენი ერთიანობით რუსთაველის გამზირზე, ევროპელი მეგობრების წინაშე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპაში და რომ ევროპის გული დღეს სწორედ თბილისში ძგერდა.

დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ ბრძოლაზე, ჩვენს სიმტკიცეზე, ჩვენს შეუპოვრობასა და შეუგუებლობაზე. ჩვენ მზად ვართ ყველაფერ ამისთვის. პოლიტიკოსები და ოპოზიცია ერთიანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოც კი ამგვარი ერთიანობა ოპოზიციურ ფრონტზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციური ერთობა, არამედ საზოგადოებრივი ერთობა ჩვენი საერთო გამარჯვების დასაბრუნებლად, რომლის წართმევასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი