ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ასოციაცია „ევროპის დროით“ 3 დეკემბერს წარმოგიდგენთ წიგნის პრეზენტაციას „შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი“.

2024 წლის 3 დეკემბერს, Wyndham Grand Tbilisi სასტუმროში, 11.00-14.00 საათზე, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია „შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი“. წიგნი გამოიცა პროექტის ფარგლებში „შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი“. პროექტის ავტორია ასოციაცია „ევროპის დროით“; პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში.

პროექტი სამი წელია ხორციელდება. სამი წლის განმავლობაში შეკითხვებს სვამდნენ დამსაქმებლები, დასაქმებულები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, აკადემიის წარმომადგენლები, იურისტები, HR სპეციალისტები. შეკითხვებზე პასუხობდნენ პროფესორი ეკატერინე ქარდავა (ნორმის განმარტება და მისი გამოყენების სტანდარტი) და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი (სასამართლო პრაქტიკა). თითოეული პასუხი, გამოცემული შრომის ბიულეტენის სახით, ქვეყნდებოდა IPN-ზე, სოციალურ ქსელებში და იგზავნებოდა მეილებით 4000-მდე რესპოდენტთან.

შრომის ბიულეტენის პროექტი მიზნად ისახავდა ცოდნის ამაღლებას შრომის მენეჯმენტისა და შრომითი უფლებების დაცვის სფეროში პრაქტიკის ჰუმანიზაციის, დემოკრატიზაციის, ევროპეიზაციის, სამართლის უზენაესობის გზით. თუ როგორ გრძნობს თავს დასაქმებული სამსახურში და როგორ ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს - ინდიკატორია ქვეყნის დემოკრატიის, ადამიანის კმაყოფილებისა და ბედნიერების. თუ ეს სფერო გაცდენილია ღირსებას, კეთილდღეობას, განვითარებას, თავისუფლებას, თანასწორობას, მაშინ ჯერ კიდევ ადგილი აქვს თანამედროვე მონობას. საქართველოს ხალხის მზერა მიმართულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციური წესრიგისკენ, ევროპული/ევროკავშირის ცივილური სამყაროსკენ. დამსაქმებლის ქცევის სტანდარტიც სრულად უნდა ეხმიანებოდეს ხალხის არჩევანს.

წიგნში ასახვა ჰპოვა იმ საკითხებმა, რის თაობაზეც შეკითხვები დასვეს ადამინებმა. წიგნში, ძირითადად, გადმოცემულია შრომის სამართლის ნორმების პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტის განმარტება, აგრეთვე, სამოსამართლო სამართლის ფარგლებში პრეცედენტული და მნიშვნელოვანი მსჯელობანი (საქმეებზე მითითებით). თითოეული საკითხი წარმოდგენილია კონკრეტული შეკითხვის ანდა დასახელების სახით და აქვს ლაკონიური/მოკლე პასუხი. წიგნზე მუშაობისას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მიდგომები. გადმოცემის სტილი და ენა არის მარტივი და გასაგები, რათა ნებისმიერმა მკითხველმა სირთულის გარეშე ამოიკითხოს არსი და აზრი.

წიგნი მნიშვნელოვნად დაეხმარება შრომის სამართლის სპეციალისტებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, დასაქმებულებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საჯარო სამსახურებს, სწორად გაიგონ შრომის პოლიტიკის მიზანი და დანიშნულება.

ნებისმიერ პირს, რეგისტრაციის მეშვეობით (eka_kardava@yahoo.com-ზე) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წიგნის პრეზენტაციში, 2024 წლის 3 დეკემბერს, 11.00-14.00 საათზე Wyndham Grand Tbilisi სასტუმროში (ლ. გუდიაშვილის ქ. 3, მე-9 სართული).

მადლობას მოვუხდით ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ერთგულად კითხულობდა, ეცნობოდა შრომის ბიულეტენებს. მადლობას მოვუხდით IPN-ს შრომის ბიულეტენების საჯაროდ გამოქვეყნებისათვის.

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი