სერგეი შოიგუ - ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-სა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც მე ვხედავ, აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

მისივე თქმით, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მოდელი შეიძლება ეწოდოს.

„დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობები ისტორიულად უპრეცედენტო მაღალ დონეზეა“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა