კახა კალაძე - როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო - სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, გააპანღურებდნენ

როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.

კალაძის თქმით, უბინძურესი განცხადებები ვიხილეთ.

„როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ… როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო. ვნახეთ, ეს ყველაფერი, უბინძურესი განცხადებები და ქმედება რასაც რამდენიმე ე.წ. პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, გააპანღურებდნენ, პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. მაგარია რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი მოცემულობას, გამოწვევას და საფრთხეს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შეიცვალა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.

"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!" - განაცხადა როთმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა