უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით 19 ნოემბერს ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ვამაყობ, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამბედაობის 1000 დღის აღსანიშნავად, სამშაბათს, 19 ნოემბერს ევროპარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩატარების შესახებ ვაცხადებ“, - წერს რობერტა მეცოლა.

რობერტა მეცოლას ცნობით, რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარებს უკრაინიდან ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს