გიგი წერეთელი - პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ - ჩვენი გადაწყვეტილება დღეს უკვე კონკრეტული წერილობითი განცხადებითაა გამყარებული

ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა სახის დარღვევა იყო, რის გამოც ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ.

„მას შემდეგ, რაც ე.წ არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ყველამ
ძალიან კარგად დაინახა ქვეყნის შიგნით და გარეთაც რამდენი მანიპულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტის და მთლიანად, ამ პროცესის ლეგიტიმაციას, არჩევნები აღიარებული არ არის. დღეს ეს განცხადებები გამყარდა კონკრეტული წერილობითი განცხადებით, რომელიც ცესკო-გადაეცემა იმისთვის, რომ არ გატარდეს ამ არჩეული დეპუტატების გვარები საბოლოო ოქმებში. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, დღეს უკვე არის კონკრეტული წერილობითი განცხადებით გამყარებული“, - განაცხადა წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო