ჯოზეფ ბორელი - ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ - მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ

უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ხედავს.

„პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ქართველ მმართველებს, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ და თუ მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები გამოასწორონ და გზას დაუბრუნდნენ. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჩაითვალონ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში საქმე ასე საერთოდ არ არის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად დაინტერესებულია.

„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად არიან დაინტერესებულები, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების შესახებ აღებული ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია უკრაინას შევთავაზოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა