ოთარ შამუგიამ მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა. ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის 3200 ძროხაა და ყოველდღიურად 45 000 ლიტრი რძე იწარმოება. 450 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კომბინირებული საკვების ახალი საწარმო, ასევ, რძის გადამმუშავებელი საწარმო. თანამედროვე სტანდარტების ფერმაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ფერმაში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ფერმის ძირითადი მომხმარებელი უმსხვილესი გადამმუშავებლები: „რძის ლაბორატორია“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“ არიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე და ქვეყანაში ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. წელს სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ ფერმერებს - 7 წლის განმავლობაში ჩვენ სესხის საპროცენტო განაკვეთს ვაფინანსებთ შესაბამისი სტანდარტების ფერმის მოწყობის ხარჯებისთვის. ამ ეტაპისთვის დადასტურებული გვაქვს და დაწყებულია დაახლოებით 25 მილიონის ინვესტიცია. ველოდებით, რომ გვექნება დიდი დაინტერესება. ამავდროულად, ვეხმარებით მცირე ფერმერულ მეურნეობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მცირე ფერმერი დავაფინანსეთ რძის პირველადი წარმოების მიმართულებით, რათა მათ ააშენონ შესაბამისი სადგომები ან რეკონსტრუქცია გააკეთონ, შესაბამისი აღჭურვილობა იყიდონ. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ჩვენ კარგ შედეგებს მოგვცემს როგორც რძის წარმოების, ისე ხორცის წარმოების მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცნობით, კომპანიის დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური ფერმის მოწყობა სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რთულია; შესაბამისად, სუბსიდირების პრაქტიკა მსოფლიოშია დანერგილია.

„კომპანია „ყვარლის ბაგა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2013 წლიდან დღემდე, მესაქონლეობის, რძის გადამუშავებისა და მებაღეობის განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა; კომპანია ასევე სარგებლობს თანადაფინანსების პროგრამებით: „დანერგე მომავალი“, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“.

აღსანიშნავია, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა რძის მცირე მწარმოებლებისათვის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და პროგრამის ფარგლებში. 2023-2024 წლებში პროგრამით ისარგებლა 400-ზე მეტმა ბენეფიციარმა, თანადაფინანსება დაახლოებით 17 მლნ ლარია. მესაქონლეობის დარგის განვითარებისათვის მიმდინარე წელს მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ამოქმედდა. კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია. პროექტის ფარგლებში, რომელიც წელს, გაზაფხულიდან ამოქმედდა, გაცემულია 25 მლნ ლარის ღირებულების სესხები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმაში მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მარიანა მორგოშია იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე