ანა წითლიძე - ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას

ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამოირჩეოდა ფარულობის ტოტალური დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, მათი სარჩელები ეხება საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს.

„ჩვენ ვითხოვთ ამ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას. ასევე საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას 26 ოქტომბრის არჩევნები რომ არ იყო თავისუფალი, რომ არ იყო სამართლიანი და განსაკუთრებით არჩევნების დღე გამოირჩეოდა ფარულობის ტოტალური დარღვევის პრინციპით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა.

იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ტოტალურად დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, ჩვენ ვასაჩივრებთ შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც წარმოდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

ჩვენ ასევე დღეს ვითხოვთ მოწმის სახით სასამართლოზე დაუშვან ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ მტკიცებულებებზე, რომლებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დასტურად, რომ არჩევნების დღე მიმდინარეობდა ტოტალური დარღვევებით“,- განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს