პრემიერი - „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა

სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია - მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით, რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სრული ღიაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ