საქსტატმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ 2024 წლის აღწერის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ. აღწერის პროცესი დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხორციელდება 10 წელში ერთხელ, რომელიც მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„მოსახლეობის აღწერა ორ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მონაცემები შეგროვდება ელექტრონულად, თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), აღსანიშნავია, რომ თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატმა შექმნა სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka.

მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მოგროვებასაც საქსტატი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება კომპანიების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შორის, დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით შესაბამის სამუშაო ადგილებისთვის ადამიანური რესურსების შეფასება.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, კერძოდ, გავავრცელოთ ჩვენს წევრებში შესაბამისი ინფორმაცია და დავაინტერესოთ ბიზნესში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ თვითრეგისტრაციის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე