ანა ნაცვლიშვილი - რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დამნაშავის რეაქცია, როგორ იცავს დამნაშავე ცესკო და დამნაშავე ხელისუფლება თავს

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დამნაშავის რეაქცია, როგორ იცავს დამნაშავე ცესკო და დამნაშავე ხელისუფლება თავს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აძლევს უფლებას, რომ ინდივიდუალურად შეიტანონ განცხადება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები მიიტაცეს. როგორც ყველა დამნაშავეს, ეშინიათ სიმართლის და იმ ადამიანების, ვინც მოწმეა დანაშაულების. ასე შეეშინდათ მათ, როდესაც აქ მოსული დაგვინახეს მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები. მთელი ცესკოს ეზო გავსებულია ძალოვნებით.

მოვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. განცხადების შეტანაც კი აფრთხობთ ცესკოში, როდესაც ხედავენ ერთი იდეით და ერი მიზნით გაერთიანებულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს. ამიტომ არის ერთიანობა და არშეგუება მნიშვნელოვანი. განცხადებების შეეშინდათ, რომ ცესკოში დარეგისტრირებულიყო",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ კანონს ნუ დაარღვევენ და აქციის მონაწილეებს მისცენ განცხადების შეტანის საშუალება.

ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ცესკოში განცხადების შეტანას შეეცადნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ჭიშკარიც კი დაუკეტეს. მისი გაღების მცდელობას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ცესკოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია