ეკა გიგაური - კითხვები აღარაა, რომ ბევრი პრობლემა იყო და სხვადასხვა სქემა გამოიყენებოდა არჩევნების გასაყალბებლად - დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და საუბარია იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს

კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ გაყალბებულიყო არჩევნები - ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ელჩთან საუბრისას მესამე სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას.

„ჩვენ ვსაუბრობდით 26 ოქტომბრის არჩევნებზე. პრინციპში რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე არის ის, რომ კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ არჩევნები გაყალბებულიყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც...”, - განაცხადა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება