თამარ კორძაია ივერი აბაშიძეს - თქვენ ხართ უვადო მოსამართლე, მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება

თქვენ ხართ უვადო მოსამართლე. მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება, - ასე მიმართა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამარ კორძაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ივერი აბაშიძეს.

სხდომაზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამი გაერთიანებული სარჩელი განიხილება. ერთ-ერთ მოდავე მხარეს კი თამარ კორძაია წარმოადგენს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან”.

თავის მხრივ, კორძაიას მოსამართლე ივერი აბაშიძემ უპასუხა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის და მსგავსი ტიპის განცხადებები კი, გარეთ შეუძლია გააკეთოს. სხდომაზე იმყოფება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომელმაც მოსამართლეს მიმართა, რომ “ნუ შეასრულებს პოლიტიკურ დავალებას”.

მოსამართლემ ბოკუჩავას უპასუხა, რომ ხელს ნუ უშლიდა სხდომის მიმდინარეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევდა.

“რაში გიშლით ხელს, არჩევნების გაყალბების გამართლებაში? და ჩვენ კიდევ გაფრთხილებთ, რომ ნუ მიატაცებინებთ არჩევნებს ივანიშვილს”, - მიმართა ბოკუჩავამ მოსამართლეს.

“თქვენ ნუ მაფრთხილებთ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ!”, - უპასუხა პოლიტიკოსს მოსამართლე ივერი აბაშიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსთვის”, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და საია-ს გაერთიანებული სარჩელები განიხილება. სამივე სარჩელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო