ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მარში გაიმართება, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს. მათი თქმით, მომავალი აქციის ადგილისა და დროის შესახებ საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს. მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს. აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა, კერძოდ, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ხმის ქურდებს სიმშვიდე დავურღვიეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ამ ქვეყანაში დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ მშვიდად ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებენ, რამდენი პოლიციაც არ უნდა გამოიყვანონ. სირცხვილი პოლიციას, თქვენც გაგათავისუფლებთ ქვეყანასთან ერთად. ეს შავი კვამლი, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც არის დღეს საქართველოს დაპატრონებული, წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აქციის დასასრულს.

დღევანდელი შეკრების მონაწილეები 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რის გამოც თავდაპირველად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათ აღნიშნეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჯერ ჭიშკარი ჩაუკეტეს, შემდეგ კი შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე განცხადება შეეტანათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება