„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ - ამ მოთხოვნით ცესკო-ს შენობასთან შეკრებილმა ქალებმა, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკო-ს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ - ამ მოთხოვნით ცესკო-ს შენობასთან შეკრებილმა ქალებმა, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკო-ს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს.

„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლიდერმა ქალებმა და აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს კანცელარიას ჩააბარეს.

„მოვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. განცხადების შეტანაც კი აფრთხობთ ცესკო-ში, როდესაც ხედავენ ერთი იდეით და ერთი მიზნით გაერთიანებულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს. ამიტომ არის ერთიანობა და არშეგუება“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კამპანია „ვითხოვ ახალ არჩევნებს“ „ძლიერმა საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ინფორმაცია აღნიშნული კამპანიის შესახებ განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ჯგუფში - დაიცავი შენი ხმა - ვითხოვ ახალ არჩევნებს, სადაც მოცემულია განცხადებების შაბლონები და ტექნიკური დახმარების კონტაქტი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა