ცესკოს ოპოზიციონერი წევრი - სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე

ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, - ამის შესახებ ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები არ იყვნენ ჩართული ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სალომე ზურაბიშვილი დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდეგ მიმდინარეობდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციაში ჩვენი როგორც ოპოზიციური პარტიის წევრების მუშაობასთან დაკავშირებით. ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჩართული არცერთ ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას.

სალომე ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ ჩვენი როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ჩვენგან ხდებოდა ინფორმაციის გამოტანა, თუ რას გეგმავდა ადმინისტრაცია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეები საარჩევნო პროცესში. ვაპირებთ, რომ მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა ფორმატებში, შემდეგი ფორმატიც სამომავლო უკვე დაგეგმილი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში დარჩა, მასთან ჩვენი თანამშრომლობა არის ამ მომენტში ძალიან გადამწყვეტი.

ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, რასაც როგორც წერილობით, ასევე ბრიფინგებით საშუალებით ვითხოვდით ხოლმე. როგორ არ მოგვეცა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებლობა, რომ გვცოდნოდა მაგალითად, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სიებს ტვირთავდა სხვადასხვა უბანზე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამომრჩევლებს პირადობებს ართმევდნენ და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას რეაგირებას ვთხოვდით, როგორ არ მოხდა ეს რეაგირებები და შემდეგ როგორ მივედით ამ პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც ადმინისტრაციის ასეთმა მუშაობამ გამოიწვია“, - განაცხადა ანა კობახიძემ.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო