მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა - საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ე პოზიციაზეა, შეფასების 11 - წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, კორუფციის კონტროლის მიმართულებით გლობალურ რეიტინგს ქმნის.

კერძოდ, საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში კი საქართველო 22-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 - წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„ამ პერიოდში საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა. 2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%-ი ჰქონდა მინიჭებული, 25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო. დღეს საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ესტონეთი, ჩეხეთი დ ა.შ.

საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს