მალგოჟატა გოშევსკა - ევროკომისიას მოგიწოდებთ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ: ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით

ევროკომისიას მოვუწოდებ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „დროა დასკვნები გამოვიტანოთ“.

“ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა თუ მათ არასდროს სურთ ამ ძალაუფლების დათმობა - ისინი საფრთხე ხდებიან, არა მხოლოდ საკუთარი ერისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.

2012 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი დათანხმდა ძალაუფლების დათმობას, რომელიც მისი აღარ იყო. თუმცა 2016 წლიდან, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ავტორიტარული რეჟიმების გზას მიყვება. და სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლებაშია ხალხი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში ინვესტიციებით მოიპოვა.

დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია ის, ვისაც გარკვეულ წრეებთან კრიმინალურის მსგავსი ურთიერთობები გააჩნია. დროა დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, თქვენ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო "სანიტარული ზონი" შექმნით”, - განაცხადა გოშევსკამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე