ეკა სეფაშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მოვისმინეთ - „დებიძინიზაცია“ სასაცილო ტერმინად მიმაჩნია და ასახავს პირადი სახის მტრობას ამ პიროვნების მიმართ

ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მოვისმინეთ - „დებიძინიზაცია“ ცოტა სასაცილო ტერმინად მიმაჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ასახავს პირადი სახის მტრობას ამ პიროვნების მიმართ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არის გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს განვითარება.

ამასთან, სეფაშვილმა აღნიშნა, რომ „ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება, ეს არ არის მარტივი პროცესი“.

„უარყოფითი აზრის წარმომადგენლები და მომხრეები ვერ ასაბუთებენ თავიანთი ნეგატიური განწყობის და შეფასების მართებულობას. არ აქვთ არანაირი არგუმენტი და მხოლოდ ცარიელი პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებიან. ეს არის გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს განვითარება. „დებიძინიზაცია“ ცოტა სასაცილო ტერმინად მიმაჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ასახავს პირადი სახის მტრობას ამ პიროვნების მიმართ. იგივე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არაერთხელ მოვისმინეთ მათი მხრიდან და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ ამ სანქციის დაწესებას ქართველი ხალხის მიმართ, თუმცა, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არ მოხდება, ეს არ არის მარტივი პროცესი“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს მოთხოვნა გაუგებარია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ საქართველოს შესახებ უნდათ ობიექტური და სამართლიანი დებატები, ვფიქრობ, ჯერ უნდა გაეცნონ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შემდეგ მოითხოვონ ასეთი რაღაცები“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. ევროპელი დეპუტატების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა და საჭიროა დარღვევების გამოძიება, ასევე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და საქართველოში ამჟამინდელი ვითარება ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია და რომ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა საქართველოს მთავრობასთან რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას