ოლაფ შოლცი ვოლოდიმირ ზელენსკის - გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განხილვის თემა უკრაინაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო.

„ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მეექვსე პარტია უკრაინაში 2024 წლის ბოლომდე ჩავა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამატებითი დახმარების პერსპექტივები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის