თამარ კორძაია - ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა „ასუფთავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს - ეს არის „ქართული ოცნების“, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა

ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა „ასუფთავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტებზე წვდომა ვეღარ ექნება, რადგან მასალები დალუქულია და პროკურატურის ამ ნაბიჯის შემდეგ, მისივე შეფასებით, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ზუსტად აქედან გამომდინარე, გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო.” - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს