თამარ კორძაია - დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია

დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე საქმის დეტალებს არ იცნობდა.

„პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გუშინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა, რადგან მას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა წაკითხული. დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, 18:00 საათამდე აუცილებლად შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი ან რომელიმე განჩინებას გააუქმებს ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არამედ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაციისთვის, რადგან ყველა მოსამართლემ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის განადგურებისათვის აიღოს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს