გურამ მაჭარაშვილი - გახარია თავიდან ბოლომდე რუსეთთან არის დაკავშირებული - განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული, ბიზნესიც იქ აქვს აწყობილი, ამიტომ რას შევედრები მე ახლა მას რუსეთთან ურთიერთობაში?

გახარია თავიდან ბოლომდე თავის ბიზნესთან ერთად, რუსეთთან არის დაკავშირებული - განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული, ბიზნესიც იქ აქვს აწყობილი, შესაბამისად, რას შევედრები მე ახლა მას რუსეთთან ურთიერთობაში?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისითქმით, „ესყველაფერიემსახურებამხოლოდმისპოლიტიკურზედაპირზეტივტივს“.

„თუ რამე არის რუსეთთან დაკავშირებით განცხადებები და ურთიერთობები, გახარიამ ყველაზე მეტი უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ იქ არის თავიდან ბოლომდე, თავის ბიზნესთან, საქმიანობასთან ერთად დაკავშირებული. თუ არ ვცდები განათლებაც იქ აქვს მიღებული, ბიზნესიც იქ აქვს აწყობილი, შესაბამისად, რას შევედრები მე ახლა გახარიას რუსეთთან ურთიერთობაში? გახარია, ვაშაძე დიდი, ნაყოფია, ყველა არიან რუსეთთან დაკავშირებულები,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, მან სიების გასაჯაროებაზე გახარიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მან კარგად უნდა ახსნას, რას ნიშნავს სიების გასაჯაროება.

გიორგი გახარია ჩვენ კარგად ვიცით, რა ფენომენია. თავისი ხალხი გადააგდო და ცრუპენტელაობს იმ დღიდან, როცა გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, იმიტომ, რომ შესაბამისად, ჩაეწერა იმ აგენტურაში, სადაც ჩაეწერა. რაც შეეხება უშუალოდ სიების გასაჯაროებას - ერთი კარგად ახსნას, რას ნიშნავს სიების გასაჯაროება? გასაჯაროებული არ არის ამომრჩეველთა სიები? თუ ფარულობა უნდა დაირღვეს და ბიულეტენები გაასაჯაროონ? ოქმები გასაჯაროებულია. სიები, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ მიიღო გასაჯაროებულია. ოქმებში ყველა ხედავს, რომელ უბანზე ვინ რამდენი ხმა მიიღო. რა ბაზების გასაჯაროებაზე საუბრობს? ყუთებიდან უნდა გადმოვყაროთ ბიულეტენები და ის უნდა გასაჯაროვდეს?“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. რაც შეეხება სიების გასაჯაროებას - გიორგი გახარიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“. "ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, ან ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რათა თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს - სად და როდის მივეცით ხმა,“ - განაცხადა გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის