ქუთაისის მერია - 2024 წელს, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 45  მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 45 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

„მნიშვნელოვნად განახლდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და შეიქმნა რეკრეაციული სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურისა და სპორტის ობიექტებს, ფასადებს, ღვარსადენებს, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მოინახულეს საფიჩხიის ადმინისტრაციულ ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, განახლდება სკვერი, მოეწყობა მწვანე კუნძული, გაზონები და განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარე კორპუსის ფასადს. აღნიშნული პროექტი რგპფ-ის მიერ 555 377 ლარით არის დაფინანსებული.

დაწყებულია მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას და ეზოს, იქვე არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქციებს. პროექტის ღირებულებაა 2 700 000 ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.

დასასრულს უახლოვდება ბალანჩივაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერის და მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, განახლებული სარეკრეაციო სივრცე სხვადასხვა ასაკის ადამიანებზეა გათვლილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე