რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? - ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“

15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი “საქართველოს ბანკია”. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია.

„ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ბაზრობაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, დაესწრონ საინტერესო შეხვედრებსა და დისკუსიებს.

ამასთან, თითოეულ საგამომცემლო სახლთან/კომპანიასთან საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებისთვის კი სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს.

sCool Card-ით „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე გადახდისას მოსწავლეები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას (მაქსიმუმ 50 ლარი, ყველა მერჩანტზე). ამისათვის, საჭიროა შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.

ფესტივალის განმავლობაში სტუდენტები კი „საქართველოს ბანკის“ Student Card-ით „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე გადახდისას 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

„საქართველოს ბანკის“ CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე