ელენე ხოშტარია - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი, „შარლ მიშელი 2“ არ იქნება

არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება, - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას „რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში ისევე, როგორც 2020 წელს“.

როგორც ელენე ხოშტარიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტნიორებმაც და ოპოზიციამაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს.

„ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ გამოცდილება, რას ნიშნავს მედიატორობა „ქართულ ოცნებასთან“. შარლ მიშელმა გაიგო, რომ უბრალოდ სიტყვას ფასი არ აქვს და პირიქით, პროპაგანდისტულად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენც ყველამ ვნახეთ, რომ შეთანხმება უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა, გამოვიდნენ და თქვეს, რომ აღარ არსებობს. ასეთი ტიპის ხალხთან მედიაცია არ არის საჭირო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე