ნიკა გვარამია - ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“  საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვა შეეხებოდა რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში, როგორც ეს იყო 2020 წელს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შეგნებულად მოჭრა სამართლებრივად ყველა გზა იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.

„ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. „შედით იქ, იმუშავეთ, შეცვალეთ კანონი“, იქნება რაღაცაზე მოილაპარაკოთ - ეს ამბავი არის გამორიცხული!

ჩვენ შეგნებულად ყველა გზა მოვჭერით იმისათვის, რომ ვინმემ არც კი გაბედოს და გვითხრას, რომ შედით პარლამენტში. არა, იმიტომ რომ ეს სამართლებრივად შეუძლებელია. თუ ვინმე ამ კარებს ღიას ტოვებს იმიტომ, რომ ვაი თუ უთხრეს პარლამენტში შესვლა ან ზოგიერთს შეიძლება უნდოდეს რომ უთხრან, მერე უცებ შელაგდნენ, ჩვენ მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ!“,- განაცხადა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა