,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “გორმედი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აპარატი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხსა და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას.

“მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას. დასხივება და სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმუმამდეა დაყვანილი. პროცედურა პაციენტებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა, დიაგნოზი კი - უფრო ზუსტი.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული, სიცოცხლისათვის საშიში და გავრცელებული დაავადებაა. მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის სკრინინგის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისას მკურნალობა გაცილებით ეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ ,,გორმედის" სამედიცინო ცენტრი ჩართულია სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამაში. ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამით სარგებლობა 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვისაა შესაძლებელი”, - აღნიშნულია ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს